განცხადების აღწერა
სასტუმრო ,,Holiday Inn’’ / ჰოლიდეი ინნ აცხადებს ვაკანსიას შვეიცარის პოზიციაზე.
გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და გაცილება;
- სასტუმროს მომსახურების, არსებულ სერვისებსა და პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა;
- მაღალი დონის მომსახურების გაწევა თითოეული სტუმრისთვის;
- სტუმრისთვის ბარგის ოთახში მიწოდება და თხოვნის შემთხვევაში დამატებითი დახმარება;
- ბარგის ოთახსა და ფოიეში სისუფთავის დაცვა;
- ბარგის ურიკის მოვლა და მოწესრიგება;
საჭირო უნარები:
- გამართულად საუბარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და მიყევით ბმულს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.