ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტი

განცხადების ვადა: 17/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

კომპანია გრინვეი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოპერაციების დეპარტამენტში ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

გრინვეი / Greenway – თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი), წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო 2024 წლის 01 იანვრიდან 900 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

  • სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესში უფროსი ინსპექტორის / ინსპექტორის ასისტირება;
  • მომსახურების ხარისხის დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი  მოთხოვნები:

  • სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება საავტომობილო, სატრანსპორტო ან/და საინჟინრო მიმართულებით;
  • სასურველია, ავტომომსახურეობის სფეროში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
  • აუცილებელია, მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • ინსპექტირების სფეროს მიმართ ინტერესი და მოტივაცია.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გრინვეი – არა დისკრიმინაციას!

კომპანია „გრინვეი საქართველოში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „გრინვეი საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.