ინსპექტორის ასისტენტი

განცხადების ვადა: 01/11/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

„გრინვეი“ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სს „გრინვეი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტი პოზიციაზე

სამუშაო ლოკაციები:
აღმაშენებლის ხეივანი;
ფეიქრების ქუჩა;
ზაჰესი;
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა;
კახეთის გზატკეცილი;
გლდანი;
ელიავა;
ხუდადოვი.

სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (ჯამში 40 სამუშაო საათი)
ანაზღაურება: 900 ლარი
ბენეფიტები: დაზღვევა, FitPass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ავტომობილის შემოყვანა ინსპექტირების სივრცეში;
გამონაბოლქვის, მუხრუჭების, ასს-ს სავალი ნაწილის შემოწმების პროცესში ინსპექტირების ჩამტარებელი პირის ასისტირება;
მაშუქი ფარების, საშხეფარების, სიგნალის შემოწმებისას ინსპექტირების ჩამტარებელი პირის ასისტირება;
ძრავის ბრუნთა რიცხვის ამთვლელის მოთავსება შესაბამის აგრეგატზე;
პრობლემური სიტუაციებისა და ქეისების მენეჯერისათვის გაცნობა ოპერატიულად;
მომსახურების ხარისხის, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
სტრუქტურული ერთეულისათვის დადგენილი პროცედურების, გაიდლაინების, ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

საშუალო, პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
სასურველია, ავტომობილების კონსტრუქციისა და მათი აგებულების თავისებურებების ცოდნა;
მართვის მოწმობა – B კატეგორია;
ინსპექტირების სფეროს მიმართ ინტერესი და მოტივაცია;
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
დისციპლინირებულობა;
გუნდური მუშაობია უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595950935.

გისურვებთ წარმატებას!