განცხადების აღწერა
სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი / Geo Hospitals აცხადებს ვაკანსიას „რეანიმაციის ექთნის (დღის)“ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მცხეთა, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამედიცინო განათლება (დიპლომირებული მედდა);
- სასურველია ექთნის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- სანიტარული ნორმების დაცვის წესების და პროცედურების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!