განცხადების აღწერა
იტალიური სანაყინე-საკონდიტრო ჯეჯელატო / GeGelato ეძებს ენერგიულ, შრომისმოყვარე, ერთგულ თანამშრომელს ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში:
სამუშაო გრაფიკი – 6 – 7 საათიანი ცვლები
ანაზღაურება – საათობრივი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის ყოველდღური საქმიანობის კონტროლი და მართვა;
- დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
- თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა;
- თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების კონსულტანტის მოვალეობების ზედმიწევნით კარგად ცოდნა, რომელიც მოიცავს:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და სალაროსთან შეკვეთების მიღება;
- პროდუქტის ასორტიმენტისა და მისი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა;
- პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობა;
- ვაფლის აპარატთან მუშაობა;
- სამუშო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
- პროდუქტის ვადების და შენახვის წესების დაცვა;
- მიტანის სერვისებთან მუშაობა.
საჭირო უნარები:
- მაღალი პასუხესმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პოზიტიურობა და მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს – სწავლის და მუშაობის შეთავსება
- ანაზღაურებადი სტაჟირებას;
- თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
- საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებას;
- Fitpass;
- სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სამოტივაციო წახალისებებს.
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.