განცხადების აღწერა
სარეკლამო კომპანია „FLEXMEDIA“ 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ფართოფორმატიანი ბეჭდვა; პრომო მომსახურება; დიზაინი; პრომო აქსესუარების ბრენდირება; ციფრული და ობსეტური ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;
სარეკლამო კომპანია “FLEXMEDIA’’ / ფლექსმედია აცხადებს ვაკანსიას საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43
ძირითადი მოვალეობები:
- ფართოფორმატიან საბეჭდ მოწყობილობაზე ბეჭდვა;
- საბეჭდი დანადგარის გამართულად მუშაობისთვის, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და რეკომენდაციების შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სარეკლამო სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა საშუალო განათლება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
- პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
პირობები:
- კომპანია უზრუნველყობს თანამშრომელთა კვებას;
- ანაზღაურება: 900-1200;
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00;
- კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.