განცხადების აღწერა
აჭარა ჯგუფის სამუშაო სივრცეების კომპანია D Block აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის კოორდინატორის პოზიციაზე.
გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- D Block-ის სივრცეში არსებული ინვენტარის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- პროვაიდერი კომპანიების მიერ შესრულებული საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი;
- შიდა ქსელის პირველადი მოწყობა, პრობლემის დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
- მომხმარებელთა ჯგუფების დაგეგმვა შესაბამისი სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად;
- საბარათე სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
- შესყიდვების ორგანიზება და კოორდინირება;
- თანამშრომელთა და მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერა;
- კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
- სასაწყობე ინვენტარის მარაგების მართვა;
- სერვისის და დაზიანებული ინვენტარის კონტროლი;
- კომპანიის მხრიდან ინიცირებულ პროექტებში ჩართულობა;
- ყოველწლიური ინფორმაციულ ტექნოლოგიური ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულება;
საჭირო უნარები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- IT გადაწყვეტილებების დანერგვის, კონფიგურაციისა და ტესტირების გამოცდილება;
- გუნდის მართვის უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.