განცხადების ვადა: 06/07/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

ოდესმე გაგჩენია მომსახურების სფეროში ჩართვის სურვილი? ბედნიერად გრძნობ თავს, როდესაც სწრაფად მზარდ, ენერგიულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტრირებულ გუნდთან ერთად მუშაობ? თუ კი, მაშინ ჩვენ გვსურს, რომ სწორედ შენ გახდე ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

მიმდინარე ვაკანსია: სანტექნიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

  • დაამონტაჟოს, შეაკეთოს და გაუწიოს ზედამხედველობა წყალგაყვანილობის სისტემებს და კომპონენტებს.
  • გადახედოს შენობის გეგმებს და მახასიათებლებს გაყვანილობის ადგილმდებარეობის და მასთან დაკავშირებული მასალების, საჭირო ინსტრუმენტების და შესაბამისი აღჭურვილობის განსაზღვრის მიზნით.
  • შეარჩიოს საჭირო მილების კატეგორიები და ზომები.
  • დაამონტაჟოს გაყვანილობის და მოწყობილობების დამჭერები და საკიდები.
  • დაამონტაჟოს, შეაკეთოს და უზრუნველყოს წყლის გადამამუშავებელი აღჭურვილობის და მილების გამართულად მუშაობა, განახორციელოს მათზე კონტროლი.
  • დაამონტაჟოს, შეაკეთოს და უზრუნველყოს მიწისქვეშა კანალიზაციის და წყლის მილების სისტემის გამართულად მუშაობა.
  • დაამონტაჟოს, შეაკეთოს და უზრუნველყოს ხელსაბანი ნიჟარების, მილების და სველი წერტილების/საპირფარეშოების გამართულად მუშაობა.
  • დაამონტაჟოს, შეაკეთოს და უზრუნველყოს წყლის გამათბობლების და კონდენციონერების გამართულად მუშაობა.
  • დაამონტაჟოს, შეაკეთოს და უზრუნველყოს სანტექნიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამართულად მუშაობა.

🍽️ რატომ უნდა გაგიჩნდეთ ჩვენთან მუშაობის სურვილი?

🌟 მოქნილი და თქვენზე მორგებული სამუშაო გრაფიკები

💰 კონკურენტული დღიური და ფიქსირებული ანაზღაურება

🚀 კარიერული ზრდისა და განვითარების შეუზღუდავი შესაძლებლობები

🎉 გუნდის წევრის აღიარებისა და დაფასების უამრავი საშუალება

🚀 გუნდის წევრის მეგობარი აპლიკაცია სამუშაო დროის და სხვა პირადი ინფორმაციის სამართავად; არცერთი ზედმეტად ნამუშევარი დაკარგული წუთი – ნამუშევარი დროის ელექტრონული აღრიცხვა

🎁 ჯანმრთელობის დაზღვევა, უფასო კვება, ტრანსპორტირება და ბევრი სხვა

😃 გართობა და ბევრი პოზიტივი

ქრაუნ პლაზა ბორჯომის შესახებ:

ქრაუნ პლაზა ბორჯომში გვსურს, რომ გუნდის წევრებმა თავი იგრძნონ დაფასებულად, მიაღწიონ საკუთარ მიზნებს და განვითარდნენ. ჩვენთან დასაქმებისთვის საკმარისია გქონდეთ მიზანი და საკუთარი თავის რწმენა. ჩვენი გუნდის მიზანია თქვენი, როგორც ქრაუნ პლაზა ბორჯომის საუკეთესო მონაპოვარის მხარდაჭერა კარიერის ყველა ეტაპზე. შეგვეხმიანე და დაიწყე შენი ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული ოცნების ახდენა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.