განცხადების ვადა: 09/11/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

“Coffee LAB/ყავის ლაბორატორია” პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 6 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია “Coffee LAB” ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მიმტანი;

ძირითადი მოვალეობები:

• მომხმარებლების შეკვეთის მიღება და ხარისხიანი, ეფექტური მომსახურება;
• მენიუში არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
• სტუმრებისთვის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კომუნიკაბელური
• ენერგიული
• პოზიტიური
• პასუხისმგებლიანი
• მოწესრიგებული
• თავაზიანი
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ინგლისურად გამართული საუბარი

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო დღეები: კვირაში 4, 5 ან 6 დღე;
სამუშაო საათები: პირველი ცვლა 08:30-15:45; მეორე ცვლა 15:45-23:00;
ჯანმრთელობის დაზღვევა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.