განცხადების აღწერა
“Coffee LAB/ყავის ლაბორატორია” პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 6 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.
კომპანია “Coffee LAB” ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ბარისტა;
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის სტანდარტების მიხედვით ყავის და ბარში არსებული სხვა სასმელების მომზადება;
• სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
• ენერგიული
• პოზიტიური
• პასუხისმგებლიანი
• მოწესრიგებული
• თავაზიანი
• გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო დღეები: კვირაში 4, 5 ან 6 დღე;
სამუშაო საათები: პირველი ცვლა 08:30-15:45; მეორე ცვლა 15:45-23:00; ჯანმრთელობის დაზღვევა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!