განცხადების აღწერა
Citrus.ge – ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge – ზე ხელმისაწვდომია 40 000 – ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.
კომპანია “ციტრუსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და განვადების ოპერატორის პოზიციაზე.
რისი კეთება მოგიწევს
- სატელეფონო , საიტიდან ან სოც.ქსელების/ჩათის მეშვეობით შემოსული, პოტენცური მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის გაცნობა, მიმდინარე აქციებისა/სიახლეების შესახებ ინფორმირება და მათთვის პროდუქციის შეთავაზება.
- საჭიროების შემთხვევებში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.
- მომხმარებლებისთვის განვადების პირობების გაცნობა, განაცხადის შევსება და პარტნიორ ბანკში გადაგზავნა.
- წინასწარ განსაზღვრული ინდივიდუალური გეგმების შესრულება.
რისი ცოდნა დაგჭირდება
- იყო სტუდენტი ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
- სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- გქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
- სრულყოფილად ფლობდე ქართულ ენას;
- სასურველია იცოდე ინგლისური და რუსული ენები სასაუბრო დონეზე.
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
საჭირო უნარები
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
სამუშო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი ცვლებში, კვირაში 6 დღე. ხუთი 6 საათიანი ცვლა, ერთი 3 საათიანი ცვლა;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი (ხელზე ასაღები) + კარგი საბონუსე სისტემა, ჯამური საშუალო გამოუშავება 1200-1500.
ჩვენ ასევე გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!