განცხადების აღწერა

,,Café Stamba’’ / კაფე სტამბა აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.

გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა;
  • რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება;
  • თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე;
  • სატელეფონო ჯავშნების მიღება და ჩანიშვნა.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია  ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და მიყევით ბმულს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს “აჭარა ჯგუფმა” მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მსგავსი განცხადებები