განცხადების აღწერა
კომპანია BDO აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ბიდიოს ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგის მიმართულება კლიენტ კომპანიებს უწევს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას. უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს მოუწევს ზემდგომთან ერთად მონაწილეობის მიღება სხვადასხვა კომპანიებისთვის ფინანსური მენეჯერის მომსახურების გაწევის პროცესში. მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!