განცხადების აღწერა
„ბაზარი ორბელიანზე“ წამოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 60-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.
გასტრონომიული სივრცე „ბაზარი ორბელიანზე“ აცხადებს ვაკანსიას სივრცის მაგიდების ამლაგებლის (რანერი) პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.
გრაფიკი: კვირაში 40 სთ – დინამიური გრაფიკები (კვირაში – 5 დღე, დღეში – 8 სთ).
ანაზღაურება: საათში – 6,25 ლარი (დღეში 50 ლარი).
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო ადგილზე ჰიგიენური ნორმების დაცვა – მაგიდების ზედაპირების გადაწმენდა;
- მაგიდებიდან ბინძური ჭურჭლის ალაგება, მოგროვება და ჭურჭლის სამრეცხაოში მიტანა;
- მაგიდებიდან ნარჩენების ალაგება და ნაგვის ურნაში გადაყრა;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავის უზრუნველყოფა;
- სამუშაო ადგილის მოწესრიგებულ მდგომარეობაში უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591504452.
გისურვებთწარმატებას!