განცხადების აღწერა
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N110;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი – 10:00-18:00.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაზღვევის სახლში შემოსული ნებისმიერი ვიზიტორის დახვედრა, სწორი დაკვალიანება და მოთხოვნის მიხედვით შესაბამის მენეჯერთან გადამისამართება;
- ცნობების დამზადება;
- პროვაიდერი სამედიცინო კლინიკებიდან ყოველთვიური ანგარიშგებების დატოვება და გადამისამართება შესაბამის სამსახურებთან;
- საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება.
კვალისფიკაცია
- სამედიცინო განათლება ან მისი მომიჯნავე სფერო
- სასურველია კლინიკაში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.