სამედიცინო ქოლცენტრის ოპერატორი

განცხადების ვადა: 24/04/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1

სამუშაო განრიგი თვეში 2 კვირა 5 სამუშაო დღე, თვეში 2 კვირა 6 სამუშაო დღე;

ცვლები – კვირის დღეებში – 09:00-15:00; 10:00-16:00; 15:00-21:00, შაბათი-კვირა 09:00-15:00; 10:00-16:00 11:00-17:00; 15:00-21:00;

არ არის ფიქსირებული, მხოლოდ რომელიმე ერთი.

ფუნქცია-მოვალეობები

  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება; 
  • კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
  • ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია; 
  • ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა, დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება:
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება; 
  • დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ. 

განათლება:

  • სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მისი მომიჯნავე სფერო
  • სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Office პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური – Intermediate 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; 

ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.