განცხადების აღწერა
სადაზღვევო კომპანია „არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.
„არდი“ / Ardi ახორციელებს მსხვილი რისკების გადაზღვევას მსოფლიოს ისეთ წამყვან გადამზღვევ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებით კარგად იცნობენ ქართული სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკას და ადაპტირებულნი არიან მასზე. პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა Standard & Poors-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს და მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას.
ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სტაჟირებებს ევროპის წამყვან სადაზღვევო და საგადამზღვევო კომპანიებში. ვთვლით, რომ არდის გუნდი – ეს ყველაზე ღირებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა.
დღეისათვის უკვე ვემსახურებით 60,000-მდე ფიზიკურ პირს და 2,000-მდე მსხვილ, საშუალო თუ მცირე ზომის კერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
არდი – როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: მორიგეობა.
ფუნქცია-მოვალეობები
- ავტო ზარალების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს საჭიროების შემთხვევაში შემთხვევის ადგილზე გასვლა და კლიენტებთან შეხვედრა;
- შემთხვევის ადგილის დასურათება საჭირო ფოტო მასალით;
- შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
- საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და ზარალების საოპერაციო სამსახურისთვის გადაცემა განსახილველად;
- კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება.
განათლება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო, საბანკო სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის/მომსახურების მიმართულებით;
- მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენ(ებ)ის ცოდნა – სასურველია.
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.