განცხადების აღწერა
ჩვენ ვართ კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 48 პროექტი და ამჟამად გვაქვს 23 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ სტაჟიორს IT მიმართულებით და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტების მართვაში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება – ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- სასურველია კომპიუტერული ტექნოლოგიების, ქსელების, ოპერაციული სისტემების საფუძვლების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მხარდამჭერი;
- სწავლების და თვითგანვითარების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი – სრული;
ანაზღაურება – 400 ნეტ;
სამუშაო ლოკაცია – თამარაშვილის 13 ი, არქის სათავო ოფისი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!