გაყიდვების კონსულტანტი – თბილისი

განცხადების ვადა: 10/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შპს „ალტა“ დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით,  წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია „ალტა“ / Alta აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი / სტუდენტი);
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული  ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
  • გაყიდვის განხორციელებამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
  • კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა სახის აქციების გახორციელებაში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

  • გამართული მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს “ალტა“-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.