განცხადების ვადა: 16/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შპს „ალტა“ დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით,  წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია “ალტა” / Alta აცხადებს  ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი / სტუდენტი);
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული  ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების დახვედრა;
  • კომპანიის მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება;
  • მომხმარებლის მხარდაჭერა შეკვეთის გაფორმების პროცესში;
  • კონსულტაცია, ტექნიკის მახასიათებლებზე ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთის ანგარიშსწორების კონტროლი;
  • შენაძენის მომხმარებლისთვის მიღების უზრუნველყოფა;
  • პროდუქტის  შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
  • მომხმარებლის გაცილება;
  • კომპანიაში დაგეგმილ სხვა და სხვა სახის აქციების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

  • გამართული მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს “ალტა“-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.