განცხადების აღწერა
“ალგანი” / Algani აცხადებს ვაკანსიას დავალიანების დამუშავების ოფიცრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 900 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- ყოველდღიურ რეჟიმში მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება დავალიანების შეხსენების და დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
- მომხმარებლების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
- დებიტორული დავალიანებების შესახებ სხვადასხვა ანგარიშგებების გაგზავნა შესაბამის დეპარტამენტებთან;
- საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;
- უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
- სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ცხრილებთან მუშაობის უნარი, Microsoft Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.