განცხადების აღწერა
დაცვის კომპანია “ალგანი” / Algani აცხადება ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაუწიოს კოორდინაცია ოფისში შემოსულ ზარებს, გასცეს ამომწურავი პასუხი მომსახურებასა და ფასზე დაინტერესებულ პირებს;
- საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს მოლაპარაკებები მომხმარებლებთან;
- უზრუნველყოს მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
- ყოველთვიურად მოამზადოს სხვადასხვა ტიპის რეპორტი;
- დაამყაროს კომუნიკაცია სარეკლამო კომპანიებთან მარკეტინგული სახარჯი მასალების, სავიზიტო ბარათების შესაკვეთად და ავტომობილების ბრენდირების მიზნით;
- შეასრულოს სხვა ადმინისტრაციული საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.