ვაკანსია დახურულია.

განცხადების აღწერა

„აჭარა ჯგუფი“/ Adjara Group აცხადებს ვაკანსიას საკომუნიკაციო ოფისის ოპერატორის პოზიციაზე.

გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარების/შეტყობინებების მიღება, მომხმარებელთან დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია
  • მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიაში არსებული სერვისებისა და ობიექტების შესახებ
  • შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და მომხმარებლისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა
  • პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება
  • შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და საჭიროების შემთხვევაში რეპორტების წარმოება

აუცილებელი მოთხოვნა

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული მეტყველების უნარი
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამა  – „OPERA” – ს ცოდნა

საჭირო უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • დროის მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • თვითგანვითარების უნარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს “აჭარა ჯგუფმა” მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.